LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი ღვედაშვილი შვილის გარდაცვალებაზე: „ვცდილობდი გადავრჩენილიყავი, ორი გზაა, ან უნდა მოკვდე, ან გადარჩე…“

374
ნატალი ღვედაშვილი

ნატალი ღვედაშვილი, რომლის შვილი ალექსი ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ

„სხვებთან შედარებით მალე გამოვედი ამ სიტუაციიდან. ზოგი წლობით რჩება დეპრესიასა და მუდმივ სტრესში. სხვებს რომ დავაკვირდი, ასე მგონია, რომ უფრო მალე გადავლახე… ფსიქოლოგიის შესწავლა თავად დავიწყე და ეს დამეხმარა. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი არ ვკრათ ადამიანებს, ვისაც უნდა ჩვენი დახმარება. მე ხელს ვუწვდიდი. ვცდილობდი გადავრჩენილიყავი, ორი გზაა, ან უნდა მოკვდე, ან გადარჩე.  როგორ გავაგრძელე ცხოვრება? ტალღებივით არის, ეტაპებად. რომ გგონია, გადარჩი, მეორე თვეს შეიძლება, არეულობა და ქაოსი წამოვიდეს. იმდენად გტკივა… ვაღიარე ეს პრობლემები და ვიხარშებოდი ჩემს თავში. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი გაივლიდა.

როგორ გააგრძელა ცხოვრება შვილის გარდაცვალების შემდეგ ნატალი ღვედაშვილმა – მოუსმინეთ ფსიქოკონულტანტის ისტორიას

ალექსის სახელით არსებობს საქველმოქმედო ჯგუფი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება. სწორი მიმართულება მივეცი, რომ არ დაკარგულიყო ეს ყველაფერი და ალექსის სახელით გავაგრძელე ეს საქმიანობა. ახლაც ვეხმარები ბავშვებსა და მშობლებს ფსიქოლოგიურად. მგონია, რომ ამ ფორმით ვზრუნავ ალექსზე. ვფიქრობ, მის სულზე ვზრუნავ…“

ვიდეო: “ვერ წარმოვიდგინე, რომ დამტოვებდა…ჩემთვის ეს საკონტროლო გასროლა იყო” – მძიმე სენით გარდაცვლილი პატარა ალექსის დედა მეუღლეზე

ვიდეო: “თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ჯოჯოხეთში ნამყოფი” – მძიმე სენით გარდაცვლილი პატარა ალექსის და მისი დედის, ნატალი ღვედაშვილის ამბავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g