LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი პორტმანი მობისთან რომანს უარყოფს

147
13788700-0-image-a-52_1558483167644

ნატალი პორტმანმა მობისთან რომანის შესახებ ისაუბრა. ებრაელი მსახიობის თქმით, მას ამერიკელ მუსიკოსთან არანაირი რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონია.

საქმე ისაა, რომ 2001 წელს, ნატალის მობისთან მოკლევადიან რომანს მიაწერდნენ, თუმცა როგორც ”ოსკაროსანმა” ვარსკვლავმა აღნიშნა, მათ საერთო არაფერი ჰქონიათ.

მეტიც, იმ რამდენიმე შეხვედრიდან, რომლებიც ”გრემიზე” ნომინირებულმა არტისტმა პაემნად ჩათვალა, ”შავ გედს” მობიზე მხოლოდ უარყოფითი მოგონებები აქვს.

პორტმანის თქმით, მობისთან ურთიერთობის დროს ის 18 წლის იყო. მან ასევე გაიხსენა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი დამეგობრდებოდნენ, მათი კავშირი კრახით დასრულდებოდა, რადგან ელექტრონული მუსიკის პიონერს გოგონას მიმართ ცუდი ზრახვები ამოძრავებდა.

 

ცნობისთვის, განმარტების გაკეთება ამ ფაქტთან დაკავშირებით ნატალი პორტმანმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მობიმ საკუთარ მემუარებში, მასთან რომანის შესახებ დაწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები