ნატალია ნაყოფიას ახალი ალბომიდან მორიგი ნამუშევარი „იუთუბზე“ ვიხილეთ. ვიდეორგოლი სიმღერაზე „ინსომნია“ ახლახან აიტვირთა.
სიმღერის შინაარსი შემდეგნაირია, გოგონა მღერის სიყვარულზე, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევს. კომპოზიციის ტექსტში ასეთ სიტყვებსაც მოისმენთ:
„მდგომარეობას იძახიან უშველის, მოწევა და გაუჩერებელი სექსი/ მშვენიერი ილუზია, სტერეოტიპად დარჩება“
ნატალია ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ქალიშვილია. გოგონამ აშშ-ში პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი, ბერკლი დაამთავრა და თავისი პირველი ალბომი საქართველოში გამოსცა.