LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე: „ვფიქრობ, სამოქალაქო ომამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს.. რაც მეტს გაამწარებთ და დაარბევთ, მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა, გონს მოეგეთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ“

160
ნატალია ქუთათელაძე

მომღერალი, მეცოსოპრანო, ნატალია ქუთათელაძე გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „სამოქალაქო ომამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს“.

გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა

„სამოქალაქო ომამდე, ვფიქრობ, სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს.

ასეთი კატასტროფული გახლეჩა საზოგადოების, ასეთი ზიზღი და ერთმანეთის ლანძღვა, ნუთუ ღირს ამ დამპალ კანონის მიღებად?

„ქოცებო“ არ გახსოვთ, რა შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც არავის აინტერესებდა თქვენი აზრი? როდესაც უმიზეზოდ ქუჩაში გცემდნენ და გამწარებდნენ? ეტყობა, ყველას ყველაფერი ავიწყდება…

ამისთანა რა დავალებაა ასეთი, რომ გიღირთ ამხელა არეულობად? ეს არ დამთავრდება, რაც მეტს გალახავთ, გაამწარებთ და დაარბევთ, მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა.

გონს მოეგეთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.

ნუ დაგვანგრიეთ თავზე ქვეყანა ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ იქით და თუ აქეთ.

და ნურავის ნუ გავიწყდებათ, ვის ემასახურებით!!!“ – წერს ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „თუ ადამიანი არ იარსებებს, არც მამულს აქვს ფასი, არც ენას და არც სარწმუნოებას“ – დმანისის ეპისკოპოსი ზენონი

სამოქალაქო ომამდე ვფიქრობ სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს. ასეთი კატასტროფული გახლეჩა საზოგადოების, ასეთი ზიზღი და…

Posted by Natalia Kutateladze on სამშაბათი, 30 აპრილი, 2024

„პატარა ბიჭს იჭერდნენ, ვეცადე გამომეგლიჯა ხელიდან.. რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა“ – სოფო ჯაფარიძე

ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

უწყების ცნობითვე, გასულ ღამეს აქციაზე სამართალდამცველებმა 63 პირი დააკავეს. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.