ყველა პოლიტიკოსმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შევქმნათ პირობები, როცა ხელისუფლებაში ვიქნებით, რომ არ ჩავუგდოთ ქვეყანა ოლიგარქებს – . ამის შესახებ „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის “ ეთერში განაცხადა.
„ოლიგარქები არ უნდა მოვიახლოვოთ და არ დავიფინანსოთ თავი, არ გავანებივროთ, რადგან როგორც დავინახეთ, ეს ყველაფერი მთავრდება ძალიან ცუდად.
კონკრეტულად ამ შემთხვევაში ხომ ხედავთ როგორ დამთავრდა. ყვარყვარეს ციხე ხომ გახსოვთ, როგორ იყო გადატენილი ახლობლებით და ბოლოს რომ გასკდა. ამ ციხის გასკდომის პროცესი მიმდინარეობს ახლა.
აფეთქებას მოჰყვება ჩირქის გამოსვლა და ეს ჩირქი, ეს ოლიგარქიული ჭირი მალე მოშორდება.
პარლამენტის პრეზიდენტი ისეთივე პარლამენტის თავმჯდომარეა, როგორ მე ახლა ვარ პარაგვაის პრეზიდენტი. ის არის დაქირავებული მონა ხელის ბიჭი ივანიშვილის. მას არც ინტელექტი აქვს და არც წარსული არ აქვს და ამბობს იმას, რასაც ეუბნებიან. რა სასამართლოზე გვესაუბრებიან, როდესაც მთელი მსოფლიო ადასტურებს სასამართლო ხელისუფლების არარსებობას. ყველა ამბობს, რომ სტრუქტურა გადაქცეულია ოლიგარქის ნების შემსრულებელ ორგანოდ.
ბოლო გედის სიმღერას მღერიან, ყველა თავისებურად ერეკება პატრონის დავალებას, მაგრამ გედის სიმღერისგან განსხვავებით ამ სიმღერას არ მოჰყვება აპლოდისმენტები“. – ამბობს შალვა ნათელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.