LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბუნტური: „სრულებით არ მეგონა, რომ რამე ცუდს მიპირებდნენ და ბამ… თავში მარჯვნივ მდგომი რობოკოპისგან, საუბრის დროს პაუზაში, არსაიდან, ორჯერ… წამსკდა ცხვირიდან სისხლი, ენა ჩამივარდა ვერაფერი ვთქვი“ – ბალერინა, ნათია ბუნტური აქციაზე დაშავებულებს შორისაა

331
ნატია ბუნტური, ბალერინა

„გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი და მსახიობი ნათია ბუნტური, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს.

ბუნტური წერს, რომ 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა.

ნათია ბუნტური სამართალდამცავების მხრიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს:

„მეგობრებო, დავწერ ცოტა მეტად დაწვრილებით გუშინ რაც მოხდა ჩემს თავს, ბოდიში რომ აქამდე არ დავწერე. პირველ რიგში ყველას გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ არ იყოთ აქციაზე მარტო, არ გამოეყოთ სხვებს და არ დარჩეთ მარტო იქ, სადაც ახლოს მოიწევენ. ჩოჩქოლისას, როცა წავბორძიკდი და ხალხი უკან გაიქცა მგონი სამმა რობოკოპმა წამომაყენა, „წამო, წამო, გაგიყვანოთ აქედანო”.

მე შტერს და მიამიტს მეგონა რომ რაღაც ძალიან საშინელება ხდება უკან და ესენი მარიდებენ, მშველიან… თუმცა ვერ გავექცეოდი რომც შემძლებოდა რადგან შემეშინდა მათთან ერთად რომ აღმოვჩნდი. წამოყენებისას ვთხოვე რამდენჯერმე გთხოვთ ოღონდ არ დამარტყათ თქო. გამიყვანეს გვერდით ქუჩაზე, იქ სადაც მათი მხარე იყო და მხოლოდ ისინი იყვნენ განლაგებული, ვიდექით შენობის კედელთან, მე და დაახლოებით 4 მათგანი ჩემს გარშემო.

მკითხეს მანქანა სად მყავს, მეგობრები სად მყავს, მითხრეს რომ სახლში წავიდე და ასე შემდეგ, წინ მდგომს ვპასუხობდი რაღაცას მსგავს თემაზე, სრულებით არ მეგონა რომ რამე ცუდს მიპირებდნენ და ბამ თავში მარჯვნივ მდგომისგან, საუბრის დროს პაუზაში, არსაიდან, ორჯერ. წამსკდა ცხვირიდან სისხლი, ენა ჩამივარდა ვერაფერი ვთქვი და ვერაფერი ვქენი და უკვე მივხვდი რაც გააკეთა. მალევე გამიყვანა ერთ-ერთმა მათგანმა და ჩამაცილა ჩემებისკენ.

ვიცი ეს მცირე შემთხვევაა ძალიან სხვებთან შედარებით, მაგრამ ის რომ ადამიანებმა წამომაყენეს, გამიყვანეს და მერე თავში მირტყეს, ამაზე აზრს უბრალოდ ვერ ვკრებ. ბედნიერი ვარ რომ მარტო აღმოვჩნდი იქ ბიჭების გარეშე, რომლებიც ახლა ციხეში იქნებოდნენ. გთხოვთ არ დარჩეთ მარტო და ფრთხილად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება მალე და დასრულდება ეს ჯოჯოხეთიც!“ – წერს ნათია ბუნტური.

მეგობრებო, დავწერ ცოტა მეტად დაწვრილებით გუშინ რაც მოხდა ჩემს თავს, ბოდიშით რომ აქამდე არ დავწერე. პირველ რიგში ყველას…

Posted by Natia Bunturi on შაბათი, 30 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g