ბათუმში დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც ნათია დიაკვნიშვილი წერს, 90 დღეა ალექსანდრეს ეძებენ.
„რა ძალა გაქვს ასეთი, რომ მეც მაძლიერებ, დეე…ჩემო სუნთქვა, 90 დღე გავიდა მოლოდინის და მე არასდროს დავყრი ფარ-ხმალს…გელოდები, ჩემო ღვთის მოულოდნელო საჩუქარო, ჩემო სიამაყე, ჩემო ძალა და ყველა ფეროო…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.