LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „სადღაც მაინც რომ ფიქრობ, იქნებ გამოსავალს ეძებენ და იქნებ პატიმრები გამოუშვან და იქნებ… როგორც ჩანს, არანაირი „იქნებ“ აღარ არსებობს. რუსმა ბრძანა და მორჩა“

129
ნათია ფანჯიკიძე

„სადღაც მაინც რომ ფიქრობ, იქნებ გამოსავალს ეძებენ და იქნებ პატიმრები გამოუშვან და იქნებ…. ახლა ბათუმელებს დარევიან. როგორც ჩანს, არანაირი „იქნებ“ აღარ არსებობს. რუსმა ბრძანა და მორჩა“, – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

შსს-ის ცნობით, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

„საფრთხის დროს სამნაირი რეაქცია არსებობს მხოლოდ – შებრძოლება, გაქცევა, გაყინვა (კამუფლიაჟი, თავის მომკვდარუნება, მოსაწყლება, მორჩილება).

ის ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ რუსეთი თავს არ დაგვესხმება, თუ „კარგად მოვიქცევით“, იგივე ინსტინქტით ხელმძღვანელობს ძალაუფლების მქონეთა წინაშეც – თუ ადიდებს, თუ არ შეეწინააღმდეგება, მას არ დაიჭერენ, მას არ დაჩაგრავენ და სხვები ჯანდაბას.

შსს-ის ცნობით, ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული

ხოდა, რომ იცოდეთ მაინც სამეცნიერო სტატისტიკა, – თავმომკვდარუნებულთა ხარჯზე ბუნებაში გადარჩენილთა რაოდენობა არ იზრდება.

მთლად ლამის გახრწნილ მკვდრად თუ ვერ მოაჩვენა თავი მტაცებელს, ყლაპს უზამს და რამდენჯერაც არ უნდა გაუმართლოს თავისმომკვდარუნებით, საბოლოოდ კვების ჯაჭვს არაფერი დაარღვევს.

ბუნებაში ასეა და ბუნების ნაწილი ვართ, მიუხედავად მეტი ამბიციისა.

ხოდა რა ვიცი, ბოლოს რადგან ყველას ჩაგაკრახუნებენ, მგონი ჯობს, უსამართლობას, ტერორს ყველამ ჩაკრახუნებამდე ვუთხრათ – არა.

იქნებ მოვიდნენ აზრზე?

აი, ისევ „იქნებ“ წამცდა, მაინც როგორ მჯერა ადამიანის, როგორც ასეთის, ინტელექტუალური რესურსის“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g