LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი.. ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი „დაცვის“ ობიექტად აქციონ, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება, არც ბუდუა „საწყალი“ ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან „ცხვრები“, რომ ერთმანეთი დააჩაგვრინონ ვინმეს“

2195
ნათია ფანჯიკიძე

„ეს საოცარი ბიჭი, გარდა იმისა, რომ გადასარევი ფეხბურთელია, იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი, გამბედავი და ხალასი რომაა და იქნებ გავუშვათ კლანჭები და არ დავაკარგვინოთ ეს სიკაშკაშე ჭარბი დადარაჯებით და დაუსაბუთებელი პარანოიდული განწყობებით“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით წერს.

ნათია ფანჯიკიძე ეხმიანება 2 ივლისს, ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიის კადრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელსაც სოციალურ მედიაში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სისულელეა, თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა

„გაუცნობიერებელი ჟინი, ხელში ჩაიგდო „ლურჯი ფრინველი“, გამოსტაცო თავის ბუნებრივ გარემოს, სამეგობროს, პროფესიას და ჩასვა გალიაში, გააცნობიერო უნდა. თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი.

„ნამეტანი სიყვარული“ აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება. ყველაფერს ეტყობა, რომ ნაკრების წევრებს ერთმანეთი უყვართ, უყვართ ბუდუ და მას ძალიან აფასებენ. ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი “დაცვის”, ანუ კონტროლის ობიექტად აქციონ, ყველაფერთან ერთად, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება.

არც ბუდუა “საწყალი” ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან “ცხვრები”, რომ ერთმანეთი დააჩაგვრინონ ვინმეს. მესმის, სინათლის მოხელთება და მისაკუთრება დიდი ცდუნებაა, მაგრამ ეს ცდუნება სხვანაირად დავიკმაყოფილოთ, ამ სინათლეში უბრალოდ ყოფნით, იმდენად, რამდენიც გვეკუთვნის და იმდენად, რამდენის უფლებასაც თავად ბიჭები გვაძლევენ. თუ დავჭირდებით, თვითონ დაგვიძახებს და იცის, რომ ვყავართ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2 ივლისს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრების მსვლელობა მოეწყო, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა კადრები და ინფორმაცია, თითქოს ღონისძიების ერთ-ერთმა წამყვანმა, დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

ეს საოცარი ბიჭი, გარდა იმისა, რომ გადასარევი ფეხბურთელია, იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი, გამბედავი და ხალასი რომაა…

Posted by Natia Panjikidze on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g