„თავისუფალი უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ნათია მელანაშვილი სწავლას ქალაქ სეულში, Korea University-ში აგრძელებს.
ნათიამ სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.
ინფორმაციას „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
„საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ნათია მელანაშვილი სწავლას აგრძელებს ქალაქ სეულში, Korea University-ში.
ნათია სექტემბრიდან International Studies-ის სამაგისტრო პროგრამაზე კორეის კვლევის (Korean Studies) მიმართულებით ისწავლის სრული დაფინანსებით.
ნათია უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან.
ასევე, ნათია 2023-2024 წლებში სწავლობდა სოგანგის უნივერსიტეტში კორეული ენის 1-წლიან კურსზე, რომელიც დაფინანსებული იყო Korea Foundation-ის მიერ,“ – აღნიშნულია „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.