LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: „არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ – ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით“

151
ნათია მეზვრიშვილი

„არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული მეზვრიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ სხვა საორგანიზაციო საკითხები:

„შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი… იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“ – ნიკა მელია

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა.

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი N1 ამოცანა.

ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენი ინფორმაციით, ცესკოს სერვერებზე ბაზებს აყალბებენ, აპარატებზე ინფორმაციას შლიან“

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ეს მოთხოვნა.

სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალებში შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გვაქვს, რომელსაც არ ვაპირებთ გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას – ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

„სად არის გიორგი გახარია – მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ – რა არის ეს, რა პრანჭვაა?“ – ალეკო ელისაშვილი

მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოს“ წარმომადგენელი შეხვედრებში, რომელიც ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მონაწილეობს.

„სხვა ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად ვეხმარებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიწოდებით, მათ შორის გუშინ შეხვედრა იყო, სადაც ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა – საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზეც.

ნიკა გვარამია: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით, მაინც გაგვიხარდება – არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ამიერიდან ყველაფერს ღიად ვიზამ“

აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს. რაც შეეხება კარვებს, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პირიქით, ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საერთო მიზანსაც ემსახურება. საერთო მიზანი კი ხმების დაცვა და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხმების დაბრუნება გახლავთ“. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g