LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე არ არსებობს „სიების ჩახსნა“ და რეგისტრაციაზე უარი, იურიდიულ ნონსენსზე როცა მიდიხარ, დამატებით იმედგაცრუებას იწვევ“

149
ნათია მეზვრიშვილი

„პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე არ არსებობს „სიების ჩახსნა“ და რეგისტრაციაზე უარი, იურიდიულ ნონსენსზე როცა მიდიხარ, დამატებით იმედგაცრუებას იწვევ“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეზვრიშვილი ამავე პოსტში აღნიშნავს, პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.

„ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია“ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს სიების გასაუქმებლად მიმართავენ

„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ჩვენი გადაწყვეტილება. კოალიციის სია იყო 82-კაციანი. ყველა, ვინც სიაშია, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, […]

„არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას.

კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ“. – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g