LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

144
ნათელა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს, ასევე, ინფლაციის შეკავების თვალსაზრისით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აქტივაციის დაჩქარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე, იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ დგამს.

„ADB-ისა და საქართველოს პარტნიორობა თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის. აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივი,  მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. მომავალ წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის დელეგაციებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენს ქვეყანაშივე მოგვეცემა საშუალება გლობალურ პლატფორმებზე წარმოვაჩინოთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და დავამყაროთ ახალი კონტაქტები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები