LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა იაპონელ ინვესტორებს: 2021 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

77
248452168-4528433083912982-2147118758124861277-n

ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა იაპონური კომპანიის საქართველოში საქმიანობის გაფართოებისა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებში შესაძლო ინვესტირების საკითხი. აღსანიშნავია, რომ TEPCO Renewable Power უკვე ფლობს 31,4 პროცენტიან წილს დარიალი ჰესში. ეს აქტივობა TEPCO RP – ს მიერ იაპონიის გარეთ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა, რაც ღიად მიანიშნებს იაპონური კომპანიის დაინტერესებაზე საქართველოთი და ზოგადად რეგიონით.

ონლაინ-შეხვედრაზე ნათია თურნავამ იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიმდინარე წელი ორნიშნა მაჩვენებლით დაასრულოს. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოვადიან პერიოდში იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე. აღინიშნა, რომ ეს დარგი განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მეტი აქცენტის გაკეთებას ე.წ. განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე და ამ მხრივ, პოტენციური ინვესტორების მოძიებაზე. თავის მხრივ, იაპონური მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი სხვა ენერგეტიკული პროექტების მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პოტენციური საინვესტიციო პროექტების გამოვლების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g