LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ საერთაშორისო სანქციების რისკის მართვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

137
ნათია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საკონსულტაციო კომპანიის EDDWISE მიერ გამართულ საერთაშორისო სანქციების რისკების მართვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ყველა რესურსს იყენებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესასრულებლად. მისივე განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორი არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების პლატფორმად.

სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება ასევე გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სანქციების აღსრულების მართვის გაფართოებულ მექანიზმებზე, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა შესრულების მეთოდოლოგიასა და მონიტორინგის სისტემებზე,  რომელიც ბანკების დისტანციური და ფიზიკური ინსპექტირების დროსაც მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g