ჟურნალისტი ნატო გოგელია ოჯახურ ტრაგედიაზე წერს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას სთხოვს საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენადაც აიცრან.
“აუცილებლად აიცერით!
დღეს ბაბუა უნდა დავკრძალოთ _ ჩემთვის განსაკუთრებულად სხვანაირი და გამორჩეული! სახლში, სამსახურიდან მისულს პირველი რომ მკითხვდა ხომ არ გშიაო ? ის ბაბუა, რომელიც ყველაზე პირველად დარეგისტრირდა აცრაზე, მაგრამ ვერ ავცერი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა ამის საშუალება! სამწუხაროდ, ვერ მოერია ამ ვერაგ ვირუსს! აცრილი არ იყო და თანმდევ დაავადებას ვერ გაუმკლავდა!
დღეს ვკრძალავთ და მისი ბოლო ღამე ამიერში საკუთარ სახლშიც ვერ დავასვენეთ, იმიტომ რომ სახლში ყველა ვირუსს ებრძვის!
ბოლო გზაზე, ამ ვირუსის გამო ვერც მისი ცოლი, ვერც შვილი და ვერც და ვერ აცილებს!
#აიცერით და გადარჩებით, სხვებსაც გადაარჩენთ!
არ მოგიყვებით რა ხდება საავადმყოფოებში, სადაც ადგილები არაა, არც იმას მოგიყვებით, როგორი სიტუაციაა მორგში და მიცვალებულის წასაყვანად არსებულ რიგებში! მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა #აცრაა!
მშვიდად იძინე ჩემო ჯუდი”, – წერს ნატო გოგელია.