ნატო მეტონიძე პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, როგორია მისი სამზადისი სააღდგომოდ:
„სააღდგომო სამზადისზე ბევრი არაფრის ლაპარაკი არ შემიძლია – როგორც ვახერხებ, ისე ვემზადები.
ერთი აღდგომა გამორჩეულად მახსოვს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათ დღეს, ქრისტეს საფლავი მოვილოცე, მთელი კვირა წმინდა მიწაზე გავატარე. ძალიან რთულია იმ ემოციის გადმოცემა, წლები გავიდა და ახლაც მიჭირს, რომ ჩამოვედი და მთხოვდნენ, შთაბეჭდილებები მომეყოლა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ამბებს ვყვებოდი, მაგრამ სულ სხვაა, როცა მონაყოლს ისმენ და სხვაა, როცა თავად განიცდი. იმ მადლის შეგრძნება სხვა რამეა. ადამიანისთვის სიკეთე თუ გინდა, უნდა უსურვო, წმინდა მიწაზე მოხვდეს…“