უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს საჰაერო სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა (სუ-30, სუ-25 და სამი მიგ-31) ბალტიის ზღვას ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაუფრინეს.
რუსეთის თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად ლიეტუვის ავიაბაზიდან უნგრული Gripen ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.
„უნგრეთი ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ალიანსის ერთგულების დემონსტრირებას ახდენს,” – ნათქვამია განცხადებაში.