ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. „მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატო-ს სამიტის გახსნამდე.
მისი თქმით, ბოლო წლებში უფრო ცხადი ხდება, რომ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დგას.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, ასევე ჩინეთს, რომელიც არ იქცევა იმის შესაბამისად, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა. ნატო კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი კი, წმინდა ვალდებულებაა.
მსურს გარკვევით განვაცხადო, ნატო კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ინტერესებისთვის. 11 სექტემბერს, როდესაც ჩვენ თავს დაგვესხნენ, ნატო-მ მხარი დაუყოვნებლივ დაგვიჭირა,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი ალიანსის წევრებს ერთმანეთის დაცვას ავალდებულებს.