ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დარწმუნდნენ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის მათ მზადყოფნასთან დაკავშირებით“.
„ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით. ძლიერი შეკავება საუკეთესო გზაა ნატოს ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განმარტებით, მიმდინარე კვირაში ნატო რუსეთს წერილობით წინადადებას გაუგზავნის, რათა შეეცადოს წინსვლის გზა გამონახოს.
„მზად ვართ დავსხდეთ და განვიხილოთ შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობა, რისკის შემცირების მექანიზმები და სხვა საკითხები, რომლებიც აქტუალურია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ასევე, დავსხდეთ და მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას. “- განაცხადა სტოლტენბერგმა.