უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა.
სიბიგა შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„შევხვდი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ნატოს შტაბ-ბინაში და კიდევ ერთხელ აღვნიშნე სამშვიდობო ძალისხმევებისადმი უკრაინის ძლიერი ერთგულება. მივესალმებით ამ საკითხში შეერთებული შტატების ლიდერობას. უკრაინა სრულად მოწოდებულია მშვიდობისკენ და კონკრეტული უპირობო ნაბიჯები გადადგა ამის მისაღწევად, მაშინ, როდესაც რუსეთი ფეხს ითრევს. ასევე ჩემს კოლეგას შევატყობინე ენერგეტიკაზე ცეცხლის შეწყვეტის რუსეთის ბოლო დროის დარღვევებზე.
ცალკე, კიდევ ერთხელ აღვნიშნე უკრაინის ინტერესი ორმხრივად მომგებიანი ინვესტიციების განვითარებაში და მინერალურ რესურსებზე თანამშრომლობაში შეერთებულ შტატებთან, რაც მყარი საფუძველია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის წინ წასაწევად.
ასევე, განვიხილეთ უკრაინა – შეერთებული შტატების შემდეგი კონტაქტები“, – წერს სიბიგა.
I met with @SecRubio at NATO Headquarters and reaffirm Ukraine’s strong commitment to peace efforts. We welcome U.S. leadership in this matter.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) April 3, 2025
Ukraine is fully commited to peace and has taken concrete unconditional steps to achieve it, whereas Russia continues to drag its… pic.twitter.com/uwzyHlTehb