LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატვრის ხის ბოლო კადრი ვარ, სესილიასი.. ძალიან მინდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე… სიზმარში ისევ გადაცემა მიმყავს“ – მაია ასათიანი

417
შალვა პაპუაშვილი (1)

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეწამყვანი – მაია ასათიანი, რომლის გადაცემები წლების განმავლობაში მაყურებლის ინტერესის ეპიცენტრში იყო, დღეს აღარ ჩნდება ეკრანზე.

რატომ წავიდა იქიდან, სადაც ყოველთვის ლიდერი იყო? და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება – ამ საკითხებზე მაია ასათიანი ინტერვიუში „მესამე ფურცელს“ ესაუბრა.

„კითხვაზე – როგორ ხარ? – მე ვარ სასოწარკვეთილი. მართლა სასოწარკვეთილი ვარ,“ – ამბობს ასათიანი.

„ნატვრის ხის ბოლო კადრი ვარ, სესილიასი. ძალიან მინდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე. იმიტომ რომ ამ ყველაფერმა მე პროფესია დამაკარგვინა, ახალი მაპოვნინა, თუმცა მე სიზმარში ისევ გადაცემა მიმყავს,“ – აღნიშნავს მაია ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g