მონიკა ბელუჩიმ ესპანური Vanity Fair-სთვის იპოზიორა. იტალიელმა ლამაზმანმა ამჯერად არა საბედისწერო, არამედ ნაზი და რომანტიკული ქალის იმიჯი მოირგო. მსახიობმა თმა დაიმოკლა და სადა მაკიაჟს მიანიჭა უპირატესობა, რაც მის იმიჯს სასიკეთოდ წაადგა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში 52 წლის მსახიობმა ჟურნალ Elle-სთვისაც იპოზიორა. მაშინც მისმა თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ ბელუჩი წლების მატებასთან ერთად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.




