დღეს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალები დაიწყო. პირველ შეხვედრაში, რომელიც „გოლდენ სტეიტის“ საშინაო “Oracle Arena”-ზე გაიმართა, მეომრებმა 113:91 დაამარცხეს „კლივლენდ კავალიერსი“.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 14 წუთი გაატარა,რა დროშიც 8 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.
„გოლდენ სტეიტის“ რიგებში გამოირჩა კევინ დურანტი, რომელმაც შეხვედრა 38 ქულით, 8 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.(0 დაკარგვა)
28 ქულით, 6 მოხსნით და 10 შედეგიანი გადაცემით სტეფ კარი გამოირჩა.
„კლივლენდის“ რიგებში საუკეთესო იყო ლებრონ ჯეიმსი. „მეფემ“ 28 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა (+8 შედეგიანი გადაცემა).
ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ ლავმაც. (15 ქულა, 21 მოხსნა)
კაირი ირვინგმა „კავალიერსს“ 24 ქულა მოუტანა.
ფინალურ სერიაში „გოლდენ სტეიტი“ 1:0 დაწინაურდა.