კვლევაში მონაწილე პირების 39% მიიჩნევს, რომ საქართველ არასწორი მიმართულებით ვითარდება, 20%-ის აზრით კი ქვეყნის განვითარების კურსი სწორია. კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, 36% აცხადებს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.
NDI-ს კვლევის მიხედვით, 42% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა, იმავე მდგომარეობაში დარჩა 47%-ის მდგომარეობა, უკეთესობისკენ მხოლოდ 10%-სთვის შეიცვალა.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.
