LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, 25%-ცუდად

37
კახა კალაძე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს.

გამოკითხულთა 39% მერიის საქმიანობას კარგად აფასებს, 29% საშუალოდ აფასებს, 25%-ცუდად, გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% კი, პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, გამოკითხულთა 17% საკრებულოს საქმიანობას კარგად აფასებს, 29%-საშუალოდ, 29%-ცუდად, 23% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.

ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა კვლავ მთავარი პრიორიტეტებია, ქვეყნის მმართველობის მიმართ ნდობა კლებულობს: NDI-ის კვლევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g