LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს

73

ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები – 51%, სიღარიბე – 32% და ფასების ზრდა/ინფლაციაა – 28%, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი – 8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g