LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა

43

NDI-ს გამოკითხვის შედეგად, უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. კვლევის მიხედვით, დასაქმებულად თავს გამოკითხულთა 36% მიიჩნევს,  63% კი დაუსაქმებლად.

ამასთან, ამავე ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია.

კითხვაზე – „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბერის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“ – უკეთესად – აცხადებს გამოკითხულთა 17%, 51% – იგივე მდგომარეობაშია, 32% – უარესადაა და 1% კი პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g