უკანასკნელი კვირა ტეილორ სვიფტისთვის განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა – მისი და კანიე უესტის დაპირისპირებამ საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო, ნეგატიურ ენერგიას კი როგორც ჩანს, ის სპორტდარბაზში, საყვარელ მამაკაცთან ერთად ებრძვის.
ამ დღეებში პაპარაცებმა სვიფტი ტომ ჰიდლსტონის კომპანიაში, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფიტნეს-კლუბთან დააფიქსირეს.
წყვილმა არ შეიმჩნია ცნობისმოყვარე პაპარაცები და მათი დანახვის შემდეგ, აუჩქარებლად სიარული განაგრძო.