LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარი საყვარელ სერიალში გადაიღეს, ვან დეიკი სხვა გეტრებით თამაშობს – ამბები მოკლედ (ვიდეო, ფოტო)

117
rue5f9f7fa999

ბაკაიოკომ „მილანს“ აცნობა, რომ დაბრუნება უნდა.

„მილანმა“ „გრემიოსთან“ კონტაქტი განაახლა ევერტონთან დაკავშირებით. ის კორეას ალტერნატივაა.

პსჟ „იუვენტუსს“ ეკონტაქტა მარიო მანჯუკიჩის გამო.

„მილანს“ სურს „რივერ პლეიტის“ მცველი ლუკას მარტინესი იყიდოს. გამოსასყიდი თანხა 22 მლნ ევროა.

უსეინ ბოლტმა „მარსელის“ ფორმა წარადგინა, რომელიც კლუბის 120 წლისთავს ეძღვნება.

„ბოლტონს“ ახალი მფლობელის მოსაძებნად კიდევ 2 კვირა მისცეს. კლუბს ლიკვიდაცია ემუქრება.

ვან დეიკმა „არსენალთან“ წითელ გეტრებით ითამაშა, მთელმა გუნდმა კი წითელ-თეთრით.

ლეო მესი ალბათ ვერ ითამაშებს „ოსასუნასთან“. მან შეიძლება მთელი თვე გამოტოვოს.

„ბარსელონამ“ შესაძლოა რაკიტიჩი „იუვენტუსს“ იჯარით მისცეს, აუცილებელი გამოსყიდვის პირობით.

„ინტერმა“ და „მანჩესტერმა“ ალექსის სანჩესის ტრანსფერი შეათანხმეს.

ნეიმარი ესპანურ სერიალში „ქაღალდის სახლი გადაიღეს. 7 დღეში მესამე სეზონი 34 მლნ ადამიანმა ნახა.
„ოცნება ავისრულე საყვარელ სერიალში თამაშით. მადლობა“, – დაწერა ნეიმარმა ტვიტერში. ბრაზილიელი ფეხბურთელის სცენები წლის დასაწყისში გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები