LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი საქართველოში ბიზნესის გაფართოვებაზე ფიქრობს

62

„ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი კომპანია  K Water -ი მზად არის საქართველოში წყლის ინფრასტრუქტურის  ბიზნესთან დაკავშირებული ინტერესები გააფართოვოს. ამის შესახებ ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, K Water -ის ვიცე-პრეზიდენტს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  კონკრეტული პროექტებით დაინტერესება შესთავაზა.

სუ მიანგ კიმი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ახალი დანიშნულია, საქართველოში ”ნენსკრა ჰესის” პროექტის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით ჩამოვიდა. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან შეხვედრაზე  პარტნიორებმა პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს. K Water -ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით,  მშენებლობის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g