„უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის, ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს ხელისუფლებაში“- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს.
მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს:
„უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის, ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს ხელისუფლებაში.
პირველმა გააჩაღა აგრესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, რასაც მოჰყვა მყისიერი და მკაცრი უკუპასუხი რუსეთის მხრიდან. მეორეს მუშაობა შეაჯამა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც ვ. იუშჩენკომ მიიღო ხმების 5%-ზე ცოტა მეტი – ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი მოქმედი სახელმწიფოს მეთაურებისთვის ისტორიაში“ – წერს მედვედევი სტატიაში.
მისი მტკიცებით, „პირველი წარუმატებლობის“ მიუხედავად, დასავლეთმა უარი არ თქვა რუსეთის მეზობლების „დამონების გეგმებზე“
„რესპუბლიკაზე ფაქტობრივად დამყარდა გარე კონტროლი, რომლის მაგალითებიც უთვალავია მთელ მსოფლიოში. აშკარაა, რომ ახლა უკრაინის ნეოკოლონიური ბორკილებისაგან გათავისუფლება მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“ – წერს მედვედევი.