New Musical Express (NME)-მა, მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა. ბრიტანული მუსიკალური გამოცემის რედაქციამ, მიმდინარე წლის საუკეთესო სიმღერები დაასახელა.
გაირკვა, რომ წლის განმავლობაში საუკეთესო სიმღერა, არიანა გრანდემ ჩაწერა. No Tears Left to Cry ლიდ სინგლი 26 წლის შემსრულებლის აგვისტოში გამოცემული მეოთხე სტუდიური ალბომიდან Sweetener, სიის პირველ ადგილს იკავებს.
ჩამონათვალს The 1975 აგრძელებს. ინგლისური პოპ-როკ ბენდის Love It If We Made It მეორე ადგილზე განთავსდა.
საუკეთესო სამეულს Parquet Courts ხურავს. ნიუ-იორკელი ბიჭების Wide Awake!, რედაქციის კრიტიკოსების ერთ-ერთ ფავორიტად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის საუკეთესო სიმღერად Lorde-ის Green Light ცნეს.
NME-ის 2018 წლის საუკეთესო სიმღერების ტოპ 10-ეული ასეთია:
1. Ariana Grande – No Tears Left to Cry
2. The 1975 – Love It If We Made It
3. Parquet Courts – Wide Awake!
4. Arctic Monkeys – Four Out of Five
5. Childish Gambino – This Is America
6. Sunflower Bean – Twentytwo
7. IDLES – Never Fight a Man with a Perm
8. Robyn – Missing U
9. Christine and the Queens & Dâm-Funk – Girlfriend
10. SOPHIE – Immaterial