LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NGO-ები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი

98
ლონდა თოლორაია

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას სარჩელის პრიორიტეტულად და დროულად განხილვისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ეს აუცილებელია, რადგან პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესი შეჩერდეს. როგორც მათ განცხადებაში ვკითხულობთ, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია ყველა მატერიალური და პროცესუალური საფუძველი, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელის დროულად და ეფექტურად განსახილველად.

„კონსტიტუციური სარჩელის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების (პირველი მარტის) შემდგომ არსებითად დააკნინებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტსაც მიმართავენ,  გამოავლინოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ნება და ახლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე არჩევის პროცესი შეაჩერონ, იქამდე, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

განცხადებას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი;“
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);“
„ღია საზოგადოების ფონდი;“
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);“
„ადამიანის უფლებათა ცენტრი;
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);“
„უფლებები საქართველო;“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI).“

პოპულარულები