LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნიჭიერის” მეათე საიუბილეო სეზონის პირველი ნახევარფინალი და ატირებული ,,სუპერგმირი”

4112
45

,,ნიჭიერის” მეათე საიუბილეო სეზონის პირველი ნახევარფინალი დასრულდა. კონკურსანტებმა შოუს მსვლელობისას შთამბეჭდავი ნომრები შემოგვთავაზეს და ჟიურის ოვაციები დაიმსახურეს. მონაწილეებიდან ფინალში სამი რჩეული გადავიდა.

შოუს მსვლელობისას შემოსული ზარების რეკორდული რაოდენობის მიხედვით, ხალხის რჩეული გახდა ,,საბავშვო მუსიკალური სტუდია Art life”. რაც შეეხება დანარჩენ ორ ფინალისტს, ისინი ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. მათი გადაწყვეტილებით ფინალში გადავიდნენ ,,სუპერგმირი” ლუკა გამყრელიძე და მოცეკვავე სალომე გოგეშვილი.

ამაღელვებელი გამოდგა ლუკასთვის ფინალში გადასვლა, რომელმაც მისი სახელის გამოცხადებისას ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. სიხარულის ზღვა ემოციები გამოხატა ფინალში გადასულმა სალომემაც.

რაც შეეხება ,,ნიჭიერის” შემდეგ შოუებს, წინ კიდევ ორი ნახევარფინალი გველის. შემდეგ ეპიზოდს ,,რუსთავი 2″ მომდევნო სამშაბათს შემოგვთავაზებს.

პროექტი ,,ნიჭიერი”

თიკა ფაცაცია: „ასაკი არ ტოვებს კვალს? ამას წინათ საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებდი და წამოვიძახე, ვაიმე, ვაიმე, რატომ არ გავიკეთე ბოტოქსი-მეთქი…“

რუსკა მაყაშვილი: „საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად არ მივიჩნევ!..“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g