LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდების 16 ქალაქში საახალწლო ფეიერვერკების გაშვება აიკრძალა

127
Above View Fireworks On The Street The Next Day At Amsterdam The Netherlands 1-1-2020

ნიდერლანდების 16 ქალაქში, რომელთა სიაშიც ამსტერდამი და როტერდამიცაა, მოსახლეობას ფეიერვერკების გაშვება აუკრძალეს. ეს ქალაქები საახალწლოდ ჩაბნელებას არ აპირებენ, თუმცა ერთადერთი განათება, რომელიც დაშვებული იქნება, საქალაქოა, წერს გამოცემა Dutch News.

აკრძალვის მიღების მიზეზი ის ტრავმებია, რომელსაც ადამიანები ყოველწლიურად იღებენ, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხმაური ცხოველებსა და ფრინველებს ძალიან აშინებს. ფეიერვერკის გამო გარემოც ძალიან ბინძურდება.
შეზღუდვა გავრცელდება ფეიერვერკის ყველა სახეობაზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს საახალწლო ფეიერვერკები მთელი ნიდერლანდების მასშტაბით აკრძალეს, რათა ისედაც გადატვირთული საავადმყოფოები კიდევ უფრო არ დაეტვირთათ. მას შემდეგ ზოგიერთი მუნიციპალიტეტი ამ აკრძალვას ყოველწლიურად მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები