LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში მსოფლიოში ყველაზე გრძელი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ხიდი გაიხსნა

53
3d-bridge-Municipality-of-Nijmegen-Michiel-van-der-Kley-

ნიდერლანდებში, ქალაქ ნეიმეგენში 29 მეტრის სიგრძის ბეტონის ხიდი გახსნეს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ხიდი მთლიანად 3D პრინტერზეა დაბეჭდილი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი მსგავსი ტიპის კონსტრუქცია, რომელმაც შანხაის ხიდის რეკორდიც კი მოხსნა. ამ უკანასკნელის სიგრძე 26 მეტრია.

ნიდერლანდური ხიდი მატლის ფორმისაა და უსწორმასწორო მოაჯირები მიიღო.

კონსტრუქცია პრინტერზე ნაწილ-ნაწილ დაბეჭდეს და მხოლოდ ადგილზე ტრანსპორტირების შემდეგ ააწყეს. 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის დახმარებით მშენებლობისთვის 2-ჯერ უფრო ნაკლები ბეტონი გამოიყენეს, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდებით მუშაობისას იქნებოდა საჭირო.

გარდა ამისა, როგორც მწარმოებელი კომპანია აცხადებს, ხიდის კომპიუტერული მოდელის გამოყენება რამდენჯერმე იქნება შესაძლებელი და სპეციალისტებს მხოლოდ მცირე ცვლილებების შეტანა მოუწევთ. ამ გზით საკმაოდ დიდი რესურსი დაიზოგება.
ნიდერლანდები „დაბეჭდილი“ ხიდების სფეროში ნამდვილი ინოვატორია. ამსტერდამში რამდენიმე თვის წინ 3D პრინტერით დამზადებული რკინის ხიდიც კი გახსნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები