LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელები ევროპაში ყველაზე მეტს მუშაობენ – ევროსტატი

111
Screenshot 2025-08-01 103810

ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს, ევროსტატის, ახალი მონაცემების მიხედვით, ნიდერლანდების მცხოვრებლები, რომლებმაც მუშაობა 15 წლის ასაკში დაიწყეს, შრომის ბაზარზე თითქმის 44 წელს გაატარებენ – ეს უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის მოსალოდნელი შრომითი ცხოვრების ხანგრძლივობა, რომელიც გამოთვლილია არსებული დასაქმების მაჩვენებლების საფუძველზე.

ევროკავშირის მასშტაბით ეს მაჩვენებელი საშუალოდ 37 წელს შეადგენს. შვედეთსა და დანიაში 42 წელს აღემატება, ხოლო რუმინეთსა და იტალიაში 33 წელსაც კი ვერ აღწევს.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში მამაკაცები იმუშავებენ დაახლოებით 39 წელს, ხოლო ქალები – 35 წელს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირში შრომითი ცხოვრების პროგნოზირებული ხანგრძლივობა გაიზარდა 2.5 წლით. ამ დინამიკას შრომის ბაზარზე არსებულ ცვლილებებს უკავშირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები