ნიდერლანდების მოსახლეობის მეოთხედზე მეტი (26%) დღის განმავლობაში 8,5 საათს უძრავად ატარებს. ევროპის არც ერთ სხვა ქვეყანაში არ სხედან ასე დიდი ხანი, წერია TNO-ს უახლეს კვლევაში.
ევროპის ქვეყნებში ამდენს დროს უძრავად მხოლოდ ევროპელთა 11% თუ ატარებს.
ყველაზე ხშირად დასაქმებული ნიდერლანდელები სამსახურში სხედან: საშუალოდ 4,5 საათი. თავისუფალ დროს კი იგივე მდგომარეობაში ისინი 3,4 საათს ატარებენ. კიდევ ერთი საათი ჯდომა მათ სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლამდე გზაში უწევთ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სკამთან ან სავარძელთან ასეთი მიჯაჭვულობის მიზეზი შესაძლოა კორონავირუსის პანდემია გამხდარიყო. მაშინ კარანტინში აღმოჩენილმა ადამიანებმა გარეთ გასვლის შესაძლებლობა დაკარგეს და ცხოვრების აქტიურ სტილსაც გადაეჩვივნენ.
სამსახურში მჯდომარე პოზიციაში ყოფნა ყველაზე მეტად იურისტებს, ფინანსისტებს და პროგრამისტებს უწევთ, დღეში საშუალოდ 7,3 საათი.