LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელთა დიდი ნაწილი საყვარელ ადამიანთან ერთად ნებაყოფლობით სიკვდილს არ გამორიცხავს

109
AP-News-dutch-euthanasia-center-sees-22-rise-in-requests-in-2019

ნიდერლანდების მკვიდრთა სამი მეოთხედი, რომელიც ურთიერთობაში იმყოფება, ერთობლივი ევთანაზიის მომხრეა. ამის შესახებ ნათქვამია გამოკითხვაში, რომელიც პროექტი EO-ს ჟურნალისტებმა ჩაატარეს.

ნიდერლანდები არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ევთანაზია ლეგალურია. ეს 2002 წელს მოხდა.

კვლევის მიზეზი კი გახდა ხმაურიანი შემთხვევა, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის დრის ვან აგტას და მის მეუღლეს ეჟენს უკავშირდება. წყვილმა 93 წლის ასაკში დუო-ევთანაზია აირჩია. ამ გადაწყვეტილებამ დიდი გაოცება გამოიწვია, რადგან ყოფილი პოლიტიკოსი კონსერვატიული შეხედულებებით იყო გამორჩეული.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნიდერლანდელთა 18% დუო-ევთანაზიის მომხრეა, ხოლო 53% ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში უშვებს.

გარდა ამისა, ნიდერლანდელთა 60% შიშობს, რომ პარტნიორთაგან ერთმა შესაძლოა მეორეზე გავლენა იქონიოს. გარდა ამისა, 40% ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევებში რთული სათქმელია, არის თუ არა სიცოცხლეზე უარის თქმის სურვილი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. და ბოლოს, გამოკითხულთა 41% ამ საკითხთან მიმართებაში სერიოზულ პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები