LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდურ ქალაქში ღორები დაასაქმეს

129
thumb_1024x663_forest-pigs-11zon

ნიდერლანდურ ქალაქ არნემში ღორები აიყვანეს სამსახურში, რათა წითელი მუხისგან (Quercus rubra) გათავისუფლდნენ. საქმე ისაა, რომ ეს მცენარე ე.წ. მტაცებელთა შორისაა და ადგილობრივი ფლორის განადგურება შეუძლია, წერს The Mayor.

წითელი მუხა ევროპაში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მოხვდა – ის როგორც სწრაფად მზარდი შეშა ისე შემოიტანეს. მას შემდეგ ეს მცენარე ევროპის ჩრდილოეთში გავრცელდა და ადგილობრივი მცენარეების ზრდასაც ხელი შეუშალა. წითელი მუხის გამო ბიომრავალფეროვნება იზღუდება, რაც მწერების გადაშენების მიზეზიც ხდება.

იმის გამო, რომ ღორებს ძალიან უყვართ რკო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გემრიელი სასუსნავის ძიებაში ისინი მავნე მცენარის გარშემო მიწას გათხრიან. შემდეგ ამ თხრილებში სხვადასხვა მცენარეებს დარგავენ, რათა წითელი მუხის სამომავლო გავრცელებას ხელი შეუშალონ.

ერთი წლის განმავლობაში ღორები ქალაქის გარშემო ორ ტყეში იმუშავებენ. თუკი მათი „საქმიანობა“ შედეგს გამოიღებს, „ჯგუფს“ შემდეგ სხვა ადგილებშიც გაგზავნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები