LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ტყვეობიდან 42 ადამიანი გაათავისუფლეს

81
BeFunky-collage (4)

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ტყვეობიდან 42 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გატაცება გასულ კვირას ნიგერიაში, კერძოდ, კაგარას შტატში მოხდა, თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გათავისუფლებული ადამიანებიდან 27 სკოლის მოსწავლე, სამი სკოლის თანამშრომელი და 12 მათი ოჯახების წევრები არიან.

ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან, ზამფარას შტატში, სკოლიდან გატაცებული 300 გოგონა. 

ნიგერიის პრეზიდენტის მუჰამედუ ბუჰარის განცხადებით, შეიარაღებული პირები გამოსასყიდის მოთხოვნით ადამიანებს ხშირად იტაცებენ. პრეზიდენტმა სამართალდამცავ უწყებებს მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისკენ მოუწოდა.

magti 5g