LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჰილიზმი მქონდა, აღარაფრის მჯეროდა, მადლობა თითოეულ ახალგაზრდას, სილაღე რომ დამიბრუნეს“ – მარინა ბერიძე

529
მარინა ბერიძე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი შუადღე“, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, მუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

როგორც მარინა ბერიძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებმა მას ხალისი დაუბრუნეს:

„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ახალგაზრდას, იმისთვის, რომ დამიბრუნა სილაღე და სიხალისე, მე, რომელსაც – ყველამ იცის, ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, მაგრამ – მქონდა ნიჰილიზმი, აღარაფრის მჯეროდა. მათ ჩემნაირ ადამიანებსაც, მთელს საქართველოს დაუბრუნეს საოცარი სიყვარული“, – აღნიშნა მარინა ბერიძემ.

„დილა მშვიდობისა ბედნიერო საქართველო, ნახე რა ყლორტებით ამოხეთქა შენმა ბებერმა, სისხლით მორწყულმა ფესვებმა…ზოგიერთის შიში, რომ „გარყვნილი ევროპა” ჩვენს ბაღნებს ქართველობას წაართმევდა არ გამართლდა“ – ნათია ფანჯიკიძე

შენი შუადღე | მარინა ბერიძე

შენი შუადღე | მარინა ბერიძე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 03 მაისი, 2024

ცნობისათვის, უკვე ორ კვირაზე მეტია, თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“ იმართება და მოქალაქეები საკუთარ პროტესტს დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობებით აფიქსირებენ.

magti 5g