LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა არის უმაგრესი! ალბათ, ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში“ – სააკაშვილი გვარამიას შეწყალებაზე

173
Untitled design (1)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, „მთავარი ბრძოლა წინ არის და ნიკა გვარამიას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი

„ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ, ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში, ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში.

სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა „მთავარის“ ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ.

მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ასევე ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას. ნიკას ყოველი დღე ციხეში იყო დიდი უსამართლობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი…

Posted by Mikheil Saakashvili on პარასკევი, 23 ივნისი, 2023

 

ცნობისათვის, პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.

ამავე თემაზე:

„არსებითი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“ – შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ

„გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, მადლობა პრეზიდენტო გამბედაობისთვის“ – პარტნიორების გამოხმაურებები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე 

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

„არ ველოდებოდი, ძალიან გამიკვირდა, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას“ – ბაია კვიციანი გვარამიას შეწყალებაზე 

„რასაც გვარამია საუბრობდა მასზე, ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებით დაადასტურა და აღიარა“ – ალუდა ღუდუშაური 

„მადლობა პრეზიდენტს – ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე“ – დავით არახამია 

„ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“ – გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე 

გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g