„მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად”,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გვარამია, მადლობას უხდის საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას Human Rights Watch -ს მის „პოლიტპატიმრობაზე უმაღლესი კვალიფიკაციითა და დიდი სიზუსტით გაკეთებული მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნისთვის.
„აქვე, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და გულშემატკივარს, ვისაც არ ვავიწყდები და დაუღალავად მეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში; ემოციურად მამხნევებს, ეხმარება ჩემს ოჯახს.
დიდი მადლობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს, ასევე, ჩემს ადვოკატებს, ვინც შექმნა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გადამწყვეტი მტკიცებულებები და შეფასებითი ბაზა.
და მთავარი და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს მთავარ მოკავშირეს, ჩემს ოჯახს, სოფოს და ბავშვებს, ვინც თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მეც მამხნევებს და მაიმედებს, რომ ჩემს ბრძოლას აზრი აქვს და გამარჯვება გარდაუვალია. პერსონალური მადლობა სოფოს, რომელიც ჩვენი მოკრძალებული ძალებით, მაგრამ დიდი სიმართლით წარმატებულად ახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ჩემი საქმის და, ზოგადად, საქართველოში დამყარებული ავტორიტარული ეკვილიბრიუმის თაობაზე.
მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
წარმატებულ ბრძოლას ვუსურვებ ყველას, ვინც იბრძვის თავისი სიმართლისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. წარმატება გმირ უკრაინელ ხალხს და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს. გამარჯვება აუცილებლად მოვა!
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან”, – წერს გვარამია.
12 ევროპარლამენტარი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
ნიკა გვარამია: „გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას, თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“