LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას, თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“

189
BeFunky-collage

ნიკა გვარამია საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.

ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითიური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის.

ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს – ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ – თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ.

აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან,“ – წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g