ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ შექმნილ ჯგუფზე წერს, რომლის მიზანი, როგორც ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, არჩევნების საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გამჭვირვალედ ჩატარებაა.
“ეს ძალიან მაგარი ამბავია და უკიდურესად საჭირო! სამოქალაქო საარჩევნო კომისია – ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არ აყალბებს და სწრაფად დებს ნამდვილ შედეგებს!
აუცილებლად დაალაიქეთ, გაწევრიანდით ჯგუფში, ადევნეთ თვალყური და აცნობეთ დარღვევების შესახებ!”,- წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საარჩევნო კომისია ორი დღის წინ, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ წარადგინა.
პლატფორმა უზრუნველყოფს წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგს და მათზე რეაგირებას; არჩევნების შედეგების ალტერნატიულ დათვლასა და დროულ გამოქვეყნებას; არჩევნების შეფასებას და მიწოდებას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
ყველა ეს მასალა აიტვირთება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე cec.org.ge.