„ნიკა გვარამია კარგად არის, გუშინ მისი დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაკავების პროცესი კი ყველამ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ“,– ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა მარნეულის იზოლატორში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, მხოლოდ საუბრების დონეზე აქვთ ინფორმაცია, რომ გვარამია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი არ ჩაჰბარებიათ.
დიტო საძაგლიშვილი: „ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციამ ბესიკის ქუჩაზე, პარტიის ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას დააკავა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცით ოფიციალური ინფორმაცია, ჭორაობისა და საუბრების დონეზე ვიცით, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი არ ჩაჰბარებია. როცა აკავებდნენ უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავთ, არც იმას, რომ სისხლის სამართლის საქმით წავიდეს გამოძიება, მაგრამ არსებული ინფორმაციით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ხვალ გადის 48 საათი, ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების დროიდან და წესით ან უნდა დატოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორი, ან უნდა გადაიყვანონ სასამართლოში, სადაც სასამართლო შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს