LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: მზად ვართ ციხეშიც ვიყოთ, თუ საჭიროა

162
Capture

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანაში დიქტატურაა და ყველა ისე იბრძვის, როგორც შეუძლია.

“ჩვენ ვიმყოფებით დიქტატურაში და არ არის ახლა ურთიერთგარჩევების და მით უმეტეს, პოლიტიკოსებზე შეტევის დრო. პოლიტიკოსები სხედან ციხეებში, თუ გაინტერესებთ, სად არიან და ახლა მათი გათავისუფლება მნიშვნელოვანია. არამხოლოდ პოლიტიკოსები, ბევრნი არიან ციხეებში, ლამის ნახევარი საქართველოა ნამყოფი. ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია…

დანარჩენებსაც მისცემენ პასუხისგებაში ხვალ, როცა მოუხსნიან სადეპუტატო იმუნიტეტს… სავარაუდოდ, სისხლის სამართლით წარუდგენენ ბრალს ვინც იქ იყო ყველას, ნიკა მელიას პირველ რიგში… ჩვენთვის ეს ბრძოლა გასაგებია, რასაც უკავშირდება, ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ იმისთვის, რომ ციხეშიც ვიყოთ, თუ საჭიროა”, – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g