თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა.
ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა.
18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა.
უწყება ორ ბრალდებულს ეძებს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.